lirik lagu vinda folio – გილგამეში ეძებს / gilgameshi edzebs
მე განვიცდი ბზარებს, რომელიც გზას განაგრძობს
მე ვეძებ სხეულს, რომელიც ჰგავს ჰორიზონტს
გილგამეში გზაზე არაფერს დათმობს
ის გრძნობს ყველაფერს, რაც ღუპავს დროს
შენ ვერ დაახვევ დროს, როგორც ამ სიმღერას ფანქარზე
შენთვის დავრჩები მე მხოლოდ, როგორც მზე კედელზე
მე ვიცვლი ადგილს, გავურბივარ უსიყვარულო წლებს
გილგამეში ჩადის ფსკერზე, ის ეძებს ყვავილებს
[მისამღერი]
მზე, მზე ჰორიზონტზე
ზღვა, ზღვა ჰორიზონტქვეშ
ვერავინ ვერავის იპოვის, ეგ ცა
ვერავინ ვერავის იპოვის, ეგ ზღვა x2
მე საიდუმლოს ვიბრუნებ უკან
ნუღარ ენდობი ამ ქალაქის რუკებს
იქ, სადაც გზები უერთდებიან ცას
იქ, სადაც ძინავს ქარს, მე უკვე აღარ ვარ x2
მე განვიცდი ბზარებს, რომელიც გზას განაგრძობს
მე ვეძებ სხეულს, რომელიც ჰგავს ჰორიზონტს
გილგამეში გზაზე არაფერს დათმობს
ის გრძნობს ყველაფერს, რაც ღუპავს დროს
შენ ვერ დაახვევ დროს, როგორც ამ სიმღერას ფანქარზე
შენთვის დავრჩები მე მხოლოდ, როგორც მზე კედელზე
მე ვიცვლი ადგილს, გავურბივარ უსიყვარულო წლებს
გილგამეში ჩადის ფსკერზე, ის ეძებს ყვავილებს
ცივ ღამეში ჩადის ფსკერზე, ის ეძებს სიმშვიდეს
ჩვენ ვეშვებით ფსკერზე და ვეძებთ ნამდვილ ყვავილებს
[მისამღერი]
მზე, მზე ჰორიზონტზე
ზღვა, ზღვა ჰორიზონტქვეშ
ვერავინ ვერავის იპოვის, ეგ ცა
ვერავინ ვერავის იპოვის, ეგ ზღვა x2
ჰგავს ჰორიზონტს x4
გილგამეში ჩადის ფსკერზე, ის ეძებს ყვავილებს
ცივ ღამეში ჩადის ფსკერზე, ის ეძებს სიმშვიდეს x2
Lirik lagu lainnya:
- lirik lagu night ranger – brothers
- lirik lagu gorillaz – the now now (
- lirik lagu magnus (uk) – talk is cheap
- lirik lagu shädy (aor) – dancing to the rhythm
- lirik lagu kevin boine – rocken
- lirik lagu the victorian english gentlemens club – snow wasted by the sea
- lirik lagu 4d monster lobsters – jennifer gentle
- lirik lagu fastpoholmen – jajajag
- lirik lagu megan shumway – eurydice ii
- lirik lagu rein – łajba