lirik.web.id
a b c d e f g h i j k l m n o p q r s t u v w x y z 0 1 2 3 4 5 6 7 8 9 #

lirik lagu ns-r – sky

Loading...

მერე რა მოხდა თუ უცხო თვალი
ჩვენი უცნაურ სეირით მთვრალი
ბაგეს გადასცემს დამცინავ ღიმილს
და იმ ღიმილის უხეში ქიმი
გაგვივლის გულში…

მაგრამ ამ სიტყვას ახლა
იაფი სცენის სურნელი ახლავს
რაც არც უხდება და არც სჭირდება
ამიტომ, ალბათ, გამიჭირდება
მისი წარმოთქმა, მაგრამ გახსოვდეს
მაგრამ გჯეროდეს, რომ არასოდეს
არ დავივიწყებ შენს ხმას და სახელს
ათიათასი ტკივილის მნახველს

და გზა რომელიც გაიყო ორად
და უკვე იქცა ცოდვად და ჭორად
იყოს დღეგრძელი, რომ შენი წილი
თავისი ღორღით, მტვრითა და ჩრდილით
ტანჯვის გზად იქცეს და უცხო თვალი
ყრმის თუ მოხუცის, კაცის თუ ქალის
გხედავდეს მხოლოდ ამ გზაზე მავალს
რადგან დღეიდან მე შენი ხმა ვარ
რა მოხდა, თუკი ვეღარ შევხვდებით
ამ ქვეყნად რაც კი ხდება შემთხვევით
მარადიული ის არის მხოლოდ
და ასეთია ყოველთვის ბოლო
ნამდვილი გრძნობის, განცდის და ვნების
და მეც ამ დიდი კანონის ნებით
მ ი ყ ვ ა რ ხ ა რ !


Lirik lagu lainnya:

LIRIK YANG LAGI HITS MINGGU INI

Loading...