lirik.web.id
a b c d e f g h i j k l m n o p q r s t u v w x y z 0 1 2 3 4 5 6 7 8 9 #

lirik lagu kid l – ზეცისკენ სწრაფვა

Loading...

[პირველი ვერსი]
დრამატურგი ვცდილობ კომიკოსობას, არხეინობას შეჩვეული
ჩემი ცხოვრება კინოს ჰგავს, მაგრამ აუდიტორია მყავს ნაკლებად შეგნებული
დოზას ვკრავ – იმ ფორმას ვსხლავ – იმ ნორმას ვაბიჯებ
რომლის გამო მე – აპლოდისმენტები არ მაღირსეს
მოგონებებს ვაჩუქე როლი სანიშნის, თვალის არიდვით ვიშორებ განცდებს
ძალას მიორმაგებს ეშმაკი, მაგრამ ვიცი – რომ მარტო ღმერთი გადამარჩენს
მე არ მაიმედებს – ეგოზე გავლენა წამობრივი
სიხარულს ლამობს ტვინი, მაგრამ მარტო ტყვნა ისმის მისი
პოზიცია გამოკვეთილი მაქვს, ამიტომაც – დაიმედებას არ ვცდილობ
ამიტომაც საზოგადოებისგან, ვლამობ – სულ, რომ თავი გავმიჯნო
ფიქრი იმის, რომ იქნები სულ სამყაროს ცენტრი არის უაზრო
რადგან ადამიანი კი არა, თავად მისი ბუნება – გაგაკვირვებს უვადოდ
არ მსურს აპლოდისმენტები და უაზრო სენტიმენტები
მე აღარ მაყმაყოფილებს ნორმა, ამიტომაც ვცდილობ შევქმნა შედევრი
მაგრამ წუნია ბრბო, გინდ როლი მოვირგო ტატოსი
კოჭლობას უფრო დამაბრალებს, ვიდრე იმას – რომ რამე გამომდის

[მისამღერი]
განგებას, როცა დავამარცხებ მე
და გაქცევა, არ გადაწყვეტს – ყველა პრობლემებს
მე გეზს გარდავქმნი, ზეცისკენ სწრაფვას
და არ მომიწევს – დემონად გარდასახვა
განგებას, როცა დავამარცხებ მე
და გაქცევა, არ გადაწყვეტს – ყველა პრობლემებს
მე გეზს გარდავქმნი, ზეცისკენ სწრაფვას
და არ მომიწევს – დემონად გარდასახვა

[მეორე ვერსი]
მე მსურს ათასის მხედველობა, ათასის იერი
ათასი მიზეზი, რომ დავარწმუნო გონება, ცხოვრება თუ რაოდენ არის მშვენიერი
მაგრამ ვითარება, რომ არ ვითარდება და ჟამს ემატება უკან დახევა
ეს ფაქტი, იმდენად ხართ ბრმები, რომ არ გამოგადგებათ
გულის ძგერა, შენდამი ღვივდება მოწიწება
არ შეგეშინდეს ქაოსის, რადგან ჩვენ – თავად – ვთხზავთ ბედისწერას
ეს ფარსის ნაგლეჯი – შენზე უფრო მეტად მჭირდება
რადგან კოშკები ოცნების იმსხვრევა და აღმოჩნდა ისიც, რომ სხვაგან მივყავარ დინებას
მე მეპარება ეჭვი, ამის შემდეგაც – რომ ბოლომდე გამიგებთ
და როგორც ყოველთვის, სიმშვიდეს არ დამირბევთ
მე მეპარება ეჭვი, რომ თქვენს სიბნელეს – სინათლე ჩემი გააღვივებს
და თუ მაინც ამიმხედრდებით – ეს ფაქტი, სულაც არ მაშინებს
არ აგიჟებს ჩემში მელანქოლიას, უსაზღვრო სარკაზმი
ცინიზმი, ვისი სხეულიც აღმიმართავს და მომიყვანია თქვენამდე – ფეხზე დამდგარი
მე მეამაყება, რომ არ მაქვს საბაბი, რომ დავდგე წინაშე მტრის დარცხვენილი
რადგან არგუმენტები მტრობის, არ გახლავს ჩემი გაცვეთილი

[მისამღერი]
განგებას, როცა დავამარცხებ მე
და გაქცევა, არ გადაწყვეტს – ყველა პრობლემებს
მე გეზს გარდავქმნი, ზეცისკენ სწრაფვას
და არ მომიწევს – დემონად გარდასახვა
განგებას, როცა დავამარცხებ მე
და გაქცევა, არ გადაწყვეტს – ყველა პრობლემებს
მე გეზს გარდავქმნი, ზეცისკენ სწრაფვას
და არ მომიწევს – დემონად გარდასახვა


Lirik lagu lainnya:

LIRIK YANG LAGI HITS MINGGU INI

Loading...