lirik.web.id
a b c d e f g h i j k l m n o p q r s t u v w x y z 0 1 2 3 4 5 6 7 8 9 #

lirik lagu fula – tu deb dade

Loading...

დიახ, მე ისევ fula ვარ და ისევ სავსე ვარ, სრულიად, სავსებით
არ ვინტერესდები კრიტიკით, შექებით ან რომელიმეს შეფასებით
სამყარო როგორიც იყო, მე შევძელი, შევიყვარე მთელი არსებით
მაგრამ თუ დუეტზე უარი გითხარი ნიშნავს რომ არ მევასები
მე სულ გამარაგებ შანსებით, შენ მხოლოდ კავდები შანსების გაშვებით
ხომ გითხარი, სავსეა ქალაქი ქაჯებით, საით მექაჩები?! (შემეშვი)
წამოდი, აქ ნუღარ დარჩები, დაგელოდები. ჰა, რას შვრები?!
საშიში ტომები გაშიშით, ბავშვებით, თავის დამქაშებით
აი, მეც შევეშვი დისებს, ვიხილე ფერები მკვეთრად
მირჩიეს შევეშვა რისკებს, რომ არ შემიძულოს სულ ყველამ ერთად
ერთი რამ მაინც მაფიქრებს ~ ჯერ შეწყვიტე დამალობანა
ეხლავე გაგაცნობ კითხვებს, პირველი კითხვა ~ ვინ გამოგგზავნა?
მეორე ~ რა დაგავალა? მესამე ~ თვითონ სად დაიმალა?
ყოველი მართული ძალა არ გეგონოს, ვინმემ აქ გზა თავისით გაიკვალა
ვინ დამისხავს მთელი წლის მარაგს?! არცერთ კითხვას პასუხი არ აქვს
და ის სევდა რომელიც დამაქვს, ყოველდღე ვუყვები მდინარე არაგვს
….
თუ დებ ~ დადე, თუ დებ ~ დადე, მიდი, ჰა, რა ვერ დადე?!
ფერები დადე, შედეგი დადე, გაასხვაეტაპე
მერე კი სცადე, რომ გადაგიყვარდე ~ არ გიყვარდე
დილით ად(რ)ე, გაზაფხულივით რომ აგიყვავდე (x2)
….
თუ მაინც აპირებ თემას, თუ მაინც აპირებ ფრენას
მოარგე კბილები ენას თუ ძაღლი აპირებს კბენას
თუ ძაღლი ნამდვილი ძაღლია, ვერ დაემალები ყველგან გიპოვნის
ნამდვილი ძაღლი შენს ოთახში ნათურებს ამტვრევს და ყვავილებს წონის
ჯაჭვის პერანგი ნუ გახადე, გახადე, გახედე, ჩიტები დახატე
და სანამ სახლამდე ნახავდე ბილიკებს გზაში კამფეტებს აღარ უნდა დახამდე
თუ აღარ იქნება ქვეყანა სახატე, მექანიკურად პირჯვარს არ ისახავდე
სალაპარაკო თემა რატომ გახადე, რაც არ უნდა გეთქვა, წესით, ჩემს ნახვამდე
####
დამელოდე მე განახებ როგორ უნდა გაიარო გაუვალი ბილიკები და გააღო კარი
არ იფიქრო, რომ აქ რამე ჩემთვის შეუძლებელია, დამიძახე დღეიდან კეთილი ჯადოქარი
მე გითხარი რომ აქ ვიღაც უეჭველი ზედმეტია, ყველა როგორ იქნებოდა შენი მეგობარი
დღევანდელი შენი შედეგების ფონი ასეთია, ვისაც ადრე ენდობოდი თვალი ვერ მოკარი
ადრე შენი სული სიცივისგან გაიყინა, მერე fula მოვიდა და თურმე გადაკეტა ქარი
უმადური არასოდეს გადაიხდის მადლობას და არაუშავს, რაც არის, არის
და მას ვისაც ჰგონია რომ ერბო ქონია, მშვიდობა ჰქონია, მე გამაცანი, ვარ ახალი შარი
შეგიძლია უკვე დამიძახო ბარმაგედონი, მე შენთვის უკვე იმდენი მაქვს დაწერილი ბარი
….
თუ დებ ~ დადე, თუ დებ ~ დადე, მიდი, ჰა, რა ვერ დადე?!
ფერები დადე, შედეგი დადე, გაასხვაეტაპე
მერე კი სცადე, რომ გადაგიყვარდე ~ არ გიყვარდე
დილით ად(რ)ე, გაზაფხულივით რომ აგიყვავდე (x2)


Lirik lagu lainnya:

LIRIK YANG LAGI HITS MINGGU INI

Loading...