lirik.web.id
a b c d e f g h i j k l m n o p q r s t u v w x y z 0 1 2 3 4 5 6 7 8 9 #

lirik lagu fula – შივა/shiva (საგანგებო)

Loading...

საოცარი მსგავსებაა თევზებსა და თქვენს შორის
ადამიანიც არსებაა ყველა არსებას შორის
ისევ გიჭირს გარჩევა არასწორის და სწორის
ეს სულ სხვა მოთავსებაა სხვა გალაქტიკებს შორის

აღარ აპირებს გადაღებას ეს წყეული წვიმა
გავცდი ნაპირებს და თან გავაპირდაპირე შივა (შივა)
არაფერს მაკლებს კეთილია შივა (შივა)
დატოვებს კაკლებს სახე გამისატივა

მინდა შენთან ერთად სადმე მაღალ მთაზე ავიდე
მინდა შენთან ერთად ოკეანის ფსკერზე ჩავიდე
შენ მანახე ჩიხი მე განახებ როგორ გავიდე
შენი ნარკოტიკი თუ ვარ მაშინ კიდევ გამიძლე

არ ვითამაშე ვერცხლთან, როლშიც არ შევიჭერი
ვარ აღმაშენებელთან პეტრე წმინდა იბერი
და ვატრიალოთ ღმერთთან ბონგი ატომის ფერი
მე ვიტრიალებ ცეცხლთან, შენ ოღონდ დაგვიჭერი

{მისამღერი}
არაფერს ვადგენ ვარ მე სარკე თქვენი ქალაქებო
და თქვენი ზომბებო, პროგრამებო და არაფრებო
მე სულ ჩავშლი თქვენს გეგმებს მექნება სადამდეც დრო
არ გაბედო რომ იყბედო სანამ ვარ საგანგებო… x2

მივყვებით მე და მეგობარი გზას
ვუყურებთ ერთმანეთს არ ვიღებთ ხმას
ვივლით და დროდადრო ავხედავთ ცას
და როცა ნერვებს ვეღარ მოთოკავს
დაემსგავსება უცებ ბობოქარს
გამოიძახებს ყველა ჯადოქარს
უკან დასახევ გზას გადაკეტავს
მაგრამ აქედანაც დავიძვრენ თავს

კაი… შეეშვი აბსურდებს მითუმეტეს თუ ხარ ზრდასრული
შენ ფიქრობ არ იმსახურებს საუკეთესოს მეფის ასული
დაბრუნებული არა, მაგრამ მინახავს ბევრი წასული
მე სულ ღია ვარ, უფლებას გაძლევ სულ იყო გასული
არა იცი რა ვერ გავიგე? (რა) აქედან როგორ გავიდე?!
ასეთი რა ვალი დავიდე, რომ ვერაფრით ვერ გადამიდე
შენ თქვი ვინ ქმნის ამინდებს (შენ)
ცხელს როგორც პირამიდებს (შენ)
მითხარი ვერავინ გაგვიგებს (შენ)
ვინ უყვართ შენ დინამიკებს (შენ)

და შენ სათქმელს, ვინც გართმევს, მას ჰქვია ეგო
ვინც დაგსდევს და განგრევს ის სულ უნდა ბეგვო
ვატან ქარებს ამ წერილს თქვენთან ზღვებო და მთებო
ვწერ ყაჩაღს და შერიფს, დღეს ვარ საგანგებო
{მისამღერი}
არაფერს ვადგენ ვარ მე სარკე თქვენი ქალაქებო
და თქვენი ზომბებო, პროგრამებო და არაფრებო
მე სულ ჩავშლი თქვენს გეგმებს მექნება სადამდეც დრო
არ გაბედო რომ იყბედო სანამ ვარ საგანგებო… x2


Lirik lagu lainnya:

LIRIK YANG LAGI HITS MINGGU INI

Loading...