lirik.web.id
a b c d e f g h i j k l m n o p q r s t u v w x y z 0 1 2 3 4 5 6 7 8 9 #

lirik lagu tamada - sokhumeli bichi

Loading...

სოხუმელი ბიჭი მიდიოდა გზაზე
ბედი წაუკითხავს ასფალტის ბზარზე
ვარსკვლავი ცაზე ვით ტყვია ტყვიაზე
რაღაცას ამბობდნენ ტალღები პლიაჟზე

სოხუმელი ბიჭი სუბტროპიკულ ბინდში
სურნელი ომის ~ ყვავილები ბინტში
ნეტავ ეს დილა რას აანთებს ვისში
გილზები ბრჭყვიალებს პალმების ჩრდილში

ერთ ხელში а́мра, ხელი ალაშარა
а́мза მეორე ხელისგულში, уара!
მზეს თვალს უსწორებს და უსწორებს წკვარამს
სოფლად თუ ქალაქად მისია შარა

სოხუმელი ბიჭი ~ სიგარეტი κόσμος
შვიდივე მნათობი მის გზაზე მოთოვს
ყველა ქალაქი მას სალამით ელის
მასზე ამბობენ ~ რჩეულია ბედის

შავი ზღვა ვენებში, ზღვა შავი გულში
შავო ზღვა, შავ ღამეს ~ ნაკვალევს ნუ შლი

არავის დაბრალებითა
ჩემი სუნთქვა ალებითა
დამებინდა ფერებითა
მიმალული გადასახვევით
მაგებით და ჩარევითა
ჩემი სითბო ღამეებით და
ალმებით და პალმებითა
მიმალვებისა, მითამაშებისა

მინაზებისა
მიკედლებისა
კარგვა ნებისა

შავი ზღვა ვენებში, ზღვა შავი გულში
შავო ზღვა, შავ ღამეს ~ ნაკვალევს ნუ შლი

——

არავის დაბრალებითა
შენი სუნთქვაც ალებითა
არევით და ჩარევითა
ამერია სამალავი

გამები დასაბამიდან
შენი სითბო ღამეებით და
ბგერებისა თარეშისა
მიმალვებისა, მითამაშებისა

მინაზებისა
მიკედლებისა
კარგვა ნებისა
შავი ზღვა ვენებში, ზღვა შავი გულში
შავო ზღვა, შავ ღამეს ~ ნაკვალევს ნუ შლი


Lirik lagu lainnya:

LIRIK YANG LAGI HITS MINGGU INI

Loading...