lirik lagu sf-x - მოვიგებთ ომს / movigebt oms
[intro]
ჩემს თანატოლებს ნუ დაეტოლები!
(ჩვენ დაგვიტოვეს ჩვენ გაგვატანეს..)
ჩვენ მოვიგებთ ომს თუ ვიზამთ მარტო ერთს
რომ არ დავტოვებთ ერთმანეთს მარტოებს
ჩემს თანატოლებს ნუ დაეტოლები!
(მათი ასაკია მეტი ვიდრე 21 საუკუნე)
ვიცი წარსული ჩემი მე მომავალი მქვია
ჩვენ გავანათებთ ბოლოს ამ უკუნეთს
[hook]
ჩვენ მოვიგებთ ომს
ჩვენ მოვიგეთ ომი
ჯერ დავიბრუნებთ დაკარგულ ერთმანეთს ჯერ
ჩვენ დავიბრუნებთ დაკარგულ ერთმანეთს ჩვენ
ჩვენ მოვიგებთ ომს
ჩვენ მოვიგეთ ომი
ცოტა დროის კარგვით და უფრო მეტი შრომით
ჩვენ საქართველოს ვეტყვით – ჩვენ მოვიგეთ ომი
[verse]
ჩემი ისტორია ნეტავ რამდენი საუკუნის ტოლია
მაგრამ მგონია შენ ამის შესახებ არც გაგიგონია
სალამი თბილისის გეტოდან
ჩვენზე შენ რამე თუ იცი
თან ვარ ოკუპირებული ქვეყნიდან
მიტაცებული მიწებიდან
21 საუკუნის მქონე
21-ვე საუკუნე იგერიებდა ის ომებს
რაც არ უნდა მიემართათ ზომებს
ჩემი წინაპრები მაინც ვერაფრით ვერ დაამგვანეს მონებს
ისტორიის ყველა გვერდი – სისხლი
მაგრამ რწმენა – რომ მშვიდობაც მოვა, აცადე!
ერთობა კი მუდამ იყო დროებითი
რადგან ერთვებოდა ვინმე მოღალატე
ტკივილში გასაჭირში ომში – ქართველი გვერდში
მაგრამ ჩვენთან ომს თუ მორჩნენ მაშინ
თუ აღარ გვერჩიან
მაშინვე გათითოკაცება, გათითოკაცება – დაშლა დაყოფა
სხვა გზა არაა მხოლოდ დარჩენა
დარჩი, სანამ ძალა გეყოფა!
დარჩი აქ თაობა მოვა
რომელიც იტყვის – აქ არი
რომ არ არის არავის მონა
რომ ის არის – თავისუფალი!
მომხრე ძმობის შენდობის – ერთობის მომხრე
მოყვრის მცნობი მტრის მგმობი – მშვიდობის მომხრე!
იტყვის, რომ ჩვენ მაინც გვეყოფა რაც წინაპრებმა ერთმანეთი გლიჯეს
და თუ უნდა სოხუმში, თუ უნდა ოსეთში ან აფხაზეთში აბიჯებს
არ ექნებათ ომი იმაზე
– შეხედულებათა გამო
რაც ომი დღეს გვაქვს უკიდეგანო
და არც ერთმანეთის ჯინაზე
და არც პოლიტიზრებული მიდამო
უდაოდ – არ ვდაობთ!
ყველა თავის თავის მმართველი
თავისუფალი და გონებით ჯანმრთელი
და იქნება როგორც უნდა იყოს მთელი ერი
„დერსკი“ როგორც ქართველი
და ეს ტექსტიც როგორც ქართველი ქართველს
ცხელი როგორც სანთელი ანთებს
ვტოვებ იმას რამდენიც მმართებს
რჩება თაობას – დამდეგს! დამდეგს!
რომელიც იტყვის არც რუსი, არც აზია
ევროპა და არც ამერიკელი
იტყვის რომ ის არის მხოლოდ ქართველი
და საკუთარი თავის მმართველი!
[hook]
ჩვენ მოვიგებთ ომს
ჩვენ მოვიგეთ ომი
ჯერ დავიბრუნებთ დაკარგულ ერთმანეთს ჯერ
ჩვენ დავიბრუნებთ დაკარგულ ერთმანეთს ჩვენ
ჩვენ მოვიგებთ ომს
ჩვენ მოვიგეთ ომი
ცოტა დროის კარგვით და უფრო მეტი შრომით
ჩვენ საქართველოს ვეტყვით – ჩვენ მოვიგეთ ომი
Lirik lagu lainnya:
- lirik lagu ecstasy the arc - 07. villain
- lirik lagu ll cool j - you're my heart
- lirik lagu hot dad - a christmas shortcut
- lirik lagu the bins - ode to la
- lirik lagu pesado - así soy
- lirik lagu heart's content - crutch
- lirik lagu david grisman - knockin' on heaven's door
- lirik lagu jim o'rourke - hotel blue
- lirik lagu דודו טסה - kim'at - כמעט - dudu tassa
- lirik lagu funkmaster flex - freestyle #7