lirik.web.id
a b c d e f g h i j k l m n o p q r s t u v w x y z 0 1 2 3 4 5 6 7 8 9 #

lirik lagu psychonaut 4 - tbilisian tragedy

Loading...

დღესაც გიშველის “არავინ”
ნუგეშს ეძებს არავინ “არავინ”
ამ ომს მოიგებს “არავინ”
და გადარჩება დღეს “არავინ”

ვხედავ გახრჩობს ცრემლები
რა გიშველო მითხარი,გევედრები
ვხედავ გათრობს ფიქრები
მითხარ რას მისტირი რად იტანჯები?

ფქვილი სითხედ მიქცევია
მარილის ორთქლად მიფრენია
სიმარტოვე ჩემი ბედია
ამ ქალაქს რაც სჭირს ~ ტრაგედიაა

შენ,შენ ეს გესმის ~
სიგიჟე,ნაგლეჯი ფოლგის
შენ,შენ ეს იცი ~
შენ ხარ ის “არავინ”

ვხედავ გახრჩობს ცრემლები
რა გიშველო მითხარი,გევედრები
ვხედავ გათრობს ფიქრები
მითხარ რას მისტირი რად იტანჯები?
ვხედავ გამტვრევს ტკივილი,რას მიეჩვიე ძლიერ და ვერ ელევი?
ვხედავ დაგსდევს სიკვდილი,დღეს შინ მოდი და გავიხსენოთ ღიმილი
ვხედავ,გახრჩობს ცრემლები
ვხედავ,გათრობს ფიქრები
ვხედავ,გამტვრევს ტკივილი
ვხედავ,დაგსდევს სიკვდილი

მე,მე ვნახავ გზას
მე დავაღწევ თავს
მე,მე ვნახავ გზას
მე გავართმევ თავს
მე,მე ვნახავ გზას
მეც გადავცურავ ზღვას
მე,მე ვნახავ გზას
მე არ მოვიკლავ თავს

ქლორის გემო მაქვს პირში
ნესტის სუნი კი ცხვირში
ამ ყოველდღიური ფიქრთა სიმძიმე
მატლად მესევა ტვინში
რისი თქმაც მინდოდა შენთვის
ვეღარ ვიპოვნე ჩემში
როცა მეგონა ავფრინდებოდი
გადავიჩეხე ხევში
ახალგაზრდას ხომ სიკვდილი დასდევს
მოხუცს ალბათ გარდაცვალება
შენს თავს ამაღამ სიკვდილს გამოვგლეჯ
გავუძლებთ ერთად ჩვენ ამ წამებას
ჩვენი სიკვდილის რომანტიზება
ვერ ნახავს შუქსა დილის ცისკრისა
როგორს ცაში აჭრილი გედის სიმღერა
ან პაემანი იმ ყივჩაღისა


Lirik lagu lainnya:

LIRIK YANG LAGI HITS MINGGU INI

Loading...