lirik.web.id
a b c d e f g h i j k l m n o p q r s t u v w x y z 0 1 2 3 4 5 6 7 8 9 #

lirik lagu max.95 - washing machine mantra

Loading...

[chorus]
სარეცხი მანქანა ტრიალებს წრეებზე, სამზარეულოში ვადუღებ ჩაის
იქ ტიბეტში მყინვარზე ფერადი დროშები ფრიალებს, კედლებზე კიდია lights
ამ თითებში ფანარი ტრიალებს შავი და ანათებს ესე უსასრულო nights
ამ თამბაქოს გრაფიკა, ბროლის ნატეხები, ბეისბოლის ბურთები და bikes
ეს სარეცხი მანქანა ტრიალებს წრეებზე, სამზარეულოში ნისლია მაინც
მე საყინულეში სეტყვები შევაგროვე, კენკრის ლიმონათში ჩავყარე ice
ამ მანგების ფურცლებში სუ სანიშნებია, შესანიშნავია უყურო დაისს
სუ სასიამოვნოა თავიდან გაცნობა, ნაცნობი წიგნების, ათასი nights

[verse]
ეს სარეცხი მანქანა, ტრიალებს წრეებზე, სამზარეულოში ვკითხულობ მანგას
ქაღალდში შევახვევ პატარა ტყეს და შევისრუტავ პოტენციურ ხანძარს
ჩაის ანარეკლში ვუყურებ ჭერს, ძველი საღებავი რო ედება ახალს
ტანში პეტარდები დარბის, ვარდისფერი ელვები მიყვება ღამეში ამბავს
სარეცხი მანქანა ტრიალებს წრეებზე, სამზარეულოში მაცვია blue
იცი, რომ არ ვიცით, ჩვენც სუ არაფერი ვისწავლეთ ბევრი და არაგვაქ clue
ღამე ინსტრუქციას ვკითხულობ ლექსებად, მაგიდაზე ციმციმებდა tool
კუთხეში პატარა ობობას ქსელი აქ, მისთვის ეს ოთახი დიდია სულ
სარეცხი მანქანა ტრიალებს წრეებზე, შიგნით სუ დიზაინერები vintage
ფხვნილი გავაკეთე მე თვითონ, შიგნით დავამატე cinnamon vanilla სინჯი
წყალი რო ტალღებს გაიკეთებს, ზუსტად ისეთია, როგორიც fijiს
მანგოს ფლავი გავაკეთე ქლიავით, ალპური თაფლით, თეთრი ბრინჯით
სარეცხი მანქანა ტრიალებს წრეებზე, ტელევიზორი სუ რაღაცას ბაზრობს
ძირს სათამაშო დინოზავრებია, მაცივარში კონსერვები მანგოს
გუშინ ჩაკბეჩილი ნაყინი ერთხელაც მოვკბიჩო და უკან დავდო
მინდა რომ ჩემს კატას მოვუყვე tokyo drift~ზე და იმანაც ცვეტში ნახოს
სარეცხი მანქანა ტრიალებს წრეებზე, ტელევიზორი სუ რაღაცას ყვება
ზემოდან სუ ობიექტები ცეკვავენ, ლივლივებს ჩაი, ესე ირეკლება
მაცივარზე კატაა, უყურებს ობობას, ორივე დელეგატებივით სხედან
ორივეს ღამის პეპელაზე გაურბის თვალი და გარედან შემოდის ყეფა
სარეცხი მანქანა ტრიალებს წრეებზე, მაცივრის ხმა არი მანტრა ამ ღამის
ჩემი ტანსაცმელი ფსალმუნები არი, ღამე მანქანაში ჩავასხამ ჩაის
ტიბეტში მყინვარებზე ფერადი დროშები, ჩვენთან პოსტერები ბოლი და lights
ჭურჭელი აწყვია როგორც ტოტემები, ესე გავატარეთ ათასი nights
[chorus]
სარეცხი მანქანა ტრიალებს წრეებზე, სამზარეულოში ვადუღებ ჩაის
იქ ტიბეტში მყინვარზე ფერადი დროშები ფრიალებს, კედლებზე კიდია lights
ამ თითებში ფანარი ტრიალებს შავი და ანათებს ესე უსასრულო nights
ამ თამბაქოს გრაფიკა, ბროლის ნატეხები, ბეისბოლის ბურთები და bikes
ეს სარეცხი მანქანა ტრიალებს წრეებზე, სამზარეულოში ნისლია მაინც
მე საყინულეში სეტყვები შევაგროვე, კენკრის ლიმონათში ჩავყარე ice
ამ მანგების ფურცლებში სუ სანიშნებია, შესანიშნავია უყურო დაისს
სუ სასიამოვნოა თავიდან გაცნობა, ნაცნობი მანგების, ათასი nights


Lirik lagu lainnya:

LIRIK YANG LAGI HITS MINGGU INI

Loading...