
lirik lagu max.95 - ukun
[verse 1]
ვიყავი პატარა შორ ბაღებში რო ვმარხავდი ჩიტებს
ვსერავ ღამეს, უკუნ ბნელში უღრან ფიქრებში მითრევს
ვიღაც უგზო უკვლოდ ბოდავს, ვითომ მასწავლის სიზმრებს
ენდე ქარს, ზოგჯერ მეგობრებს, ხან ბესტსელერ წიგნებს
არც ქარს და არც მეგობრებს და არავის მიგნებებს
დამაქ დენი ღამე უკუნ, ბოლით ვივსებდით ფილტვებს
უარე მეგობრებს, ჩააჭირე, სადამდეც იტევენ
ცვეტში საბაზრო თუ იყო, მაშინ რას გაირინდე
ვინმე მზეს ეძებს ღამე, თავს ვაფარებდით წვიმებს
ვიღაც მიყურებს და ვამუღამებ, ვაფშე ვერ მისმენს
ვაფშე ვერ მხედავს და შიგნით ვერ ამუღამებს რა მაქ
სანამ ჩემამდე მოხვალ, შიგნით ცხრა მთა დამაქ
ღამე ქუხს ცა, ნეტა წვიმას სადამდე ითმენს
ღამე ქუხს ცა და ნეტა რამდენ შტორმს დაიტევს
ნეტა ალგორითმი თუ აქ ამ ცვალებად ამინდებს
ესე დეტალებად თუ შლი, მაზავ არსს ~ ხედავ ვინტებს
სულის პანელებზე, ღამე, ზოგჯერ განგაშებს მიგდებს
სადარბაზოებში სირბილი და ქუჩების fitness
ცვეტში ფოკუზნიკი ვარ მე, ნახე ვაკეთებ ფინტებს
მე რო ზღაპარს ვყვები, ტყეში ციცინათელებს გინთებს
თითებს შორის ბომბის ფიტილ, კლუბში ალი ამინთეს
ჯიბით რკინის ფანარს ვატარებ და უბეში ბინდებს
რაც მეკუთვნის წავიღებ, this how i stand on my business
რაც მე ვიცი, გაგიზიარებ და ჩაგიგდებ ლინკებს
კონტრაბანდა დამაქვს და ამინდია გრილი
ბავშვები მიხსნიან თამაშს, maze~ში ვიარე დილით
იცით, თავი ესე გაგვაქვს და ამინდია მშვიდი
წინადადებები დამაქვს, როგორც მოჭიმული მშივილდი
უფსკრულის კიდეზე ვდგავართ ელავს ცარიელი field~ი
უნიკალურია კორპუსი და რეესტრი და build~ი
ღამე ავირიდე დრამა, მეხამრიდებზე მაქ shield~ი
ჯიბით ათინათი დამაქვს, დენზე ხელნაკეთი ბინდი
[bridge]
მეკითხებოდნენ სად გაიარე პრაქტიკა? (კა)
ატმის ტოტების დატეხილი სქემატიკა (კა)
ცვალებადი სემანტიკაა და გრაფიკა (კა)
ადრე ადექი, ხილვები ადრიატიკა (კა)
floppy დისკებით იტენებოდა მავიკა (კა)
გავს მგელს, ეს გაქცეული ლაიკა (კა)
ჯიხვის რქებია დანახულები nike~ად (კა)
ლურჯი ხილვები, ჩემი მაცვია მაიკად
[verse 2]
ცაზე მთვარე, ადერალი აციმციმებდა ლექსებს
რაც მე გრამატიკა ვპრესე, სუ თან გადამაქ წრეზე
ათინათი დარბის შუშებზე ამ ზაფხულის მზეზე
ვსუნთქავ ტყის ჰაერს, ოთხმოცდათხუთმეტები ფეხზე
დაკარგული ანაგრამები, გაფანტული დენზე
ორი ხმალი უკუნ ღამეს, ფიქრებს თამაშში ვეძებ
ვაკეთე დენი, მერე ტელე~აპარატები ვპრესე
ციმციმებენ ანტენები, ელავს მეტალი ხელზე
იყავი ცარიელი, ტალღები ეხეთქება კლდეებს
რკინის მორიელი დაცოცავს და ალმასებს ეძებს
ამ კარიერის ციცაბო მასივებზე ელავს
ცეკვავენ ელფები, თუ თვინიერი ალია ტყეზე
ჩემი gang~ი აზიანებს, ყველა გალიას ტყეზე
არ მინდა ღამე, იცი რული მოპარულია მზეზე
ჩემი არბალეტის ტარი ალუბალია ხელზე
ვდგავართ ალმას მე და ჩემი ჯიხვები კლდეზე
[verse 3]
ქუჩაზეა ვინმე, მარა ქუჩებია ვისთან
ვატრიალე ლასო, მოვლენები დაიტვისტა
გაზაფხულის წვიმაა, მე თან დამყვება ცუგა
თან მოლოდინები არ მაქ, მარტო ლოცვები მაქ ლისტად
რაც არ უნდა პრესო წყალი, ვერ გახდება ვერცხლი
მარა პაპა კარლომ პინოქიო გამოთალა ხისგან
აკონტროლე ტემპი, ტემპერამენტი და ტონი
მანერები ერთნაირად ყველგან, განურჩევლად ვისთან
საბაზროა რამე, აწი შენით უნდა იბაზრო
და მტრედებს აღარ დააქვთ გზავნილები არავისთან
მისამართებს ეძებს, ზოგი მეგობრებს და შვებას
მთავარია გული რკინის გქონდეს, ქალა გქონდეს ქვისგან
ჩემებს ტკბილი ძილი და ბოზებს ცუდი სიზმრები
თან წყენას არ ვიტოვებთ მამენტ გულში არავისგან
არმაქ სინდრომი paris, მაქ იალქნები ქარის და
ტროსი ბენზო ძრავის, ხელი მენჯზე კარამბიტთან
ბებიაჩემს ვუყვარვარ და უბანზე ვარ ვარსკვლავი და მეტი
სითბო არმჭირდება მამენტ არავისგან
შენ რომ მკოცნი ვინახავ და თან ვატარებ გულში
ბზარებს გამიმთელებს, დროებით აქ ქარიშხლები ქრის თან
გატეხილი გული შიგნით ღამურები სახლობენ
და სამყაროზე ჩურჩულებენ გარეთ, სანამ ცრის თან
თან ვუყურებ და ვფიქრობ, რა სასწაულია სამყარო
ამდენი რამე როგორ გააჩინე არაფრისგან
Lirik lagu lainnya:
- lirik lagu flip capone - no give no quit
- lirik lagu soleima - den som vover
- lirik lagu seniormaau - shawty
- lirik lagu donnie mcclurkin - we fall down (radio version)
- lirik lagu kyle landon - sundown
- lirik lagu alësano - high off your love (spencer brooks remix)
- lirik lagu ajar - kilimini
- lirik lagu fhop music - majestade (ao vivo)
- lirik lagu white horse (rock) - lost and in trouble
- lirik lagu cc cowboys - sneglehus