lirik.web.id
a b c d e f g h i j k l m n o p q r s t u v w x y z 0 1 2 3 4 5 6 7 8 9 #

lirik lagu max.95 - steel dreaming

Loading...

[verse 1]
გარეთ კარგი ამინდია, სადგურებია მშვიდი
თუ რამეს აქამდე ვერ მიხვდი, გაიზრდები, მიხვდები
თითის ბალიშზე სასხლეტ, მერცხლებით სავსე მჭიდი
ყველა ლოცვა ავანგარდი, კომპაქტური ამინდი
თურმე პეშკა არი ვიღაც, მე რო პაიკად ვთვლიდი
ციხეზე შევუშვი ფლეშკა, შიგნით კინოა დიდი
სწრაფად ცვალებად ქუჩებს ვერ ეყოლებათ გიდი
ვინმე ბლეფს ბაზრობს კარგად თუ დაუკვირდი, მიხვდები
ვინმე ჰაერს ბაზრობს, ცვეტში სასაფლაო არი სიტყვების
ვინმეს პასუხები უნდა, მარა არა აქ კითხვები
კიბერნეტიკაა წმინდა, ალტარებშია ციფრები
უკან ქალაქები იცვლება და რჩება ამინდები
ჯიბეზე ახალი cash~ი მარა იგივე ჯინსები
ღამე მე ვტასაობ ტყეში, გაბნეულია ნიშნები
შენ თუ სწავლა ვერ ისწავლე, დაგამძიმებენ წიგნები
ღამის უკან წიაღში ვარსკვლავებს ყვებიან ბინდები
ღამის უკან წიაღში ვარსკვლავებს ყვებიან ესე
მე რომ გრამატიკა ვპრესე, ალმებს ვუკითხავ ლექსებად
შენც თუ მარგალიტებს ეძებდი, პოულობდი პემზებს
ნორჩი ქარიშხალი, სატვირთო გემებია ყელზე
ვსუნთქავ ტყის ჰაერს, ოთხმოცდახუთმეტები ფეხზე
ქუჩის პოეზია, ხურდით ამოტვიფრული ქვებზე
ვინმემ სადა ხარო, ქარია პირატების გემზე
მატარებლები რელსებში ამბებს უსტვნენ ჩვენზე
სუ
[verse 2]
სადმე რამე იყო, იცი სუ ყველგან i stepped up
ღამე one piece~ს ვუყურებთ და ვთამაშობდით zelda~ს
ვიმ ვენდერსის კინოებში დაგროვილი სევდა
დრაკონებით სავსე ღამეს ვსეირნობდით packed up
წვიმა იყო ნაზი, vintage fendi დამისველდა
კორპუსს ყური დავადე და რკინის გული ცემდა
სად იყავი მაშინ, როცა დილით ყველა თვლემდა
გატეხილი გული მეტი ვეღარ გამთელდა
დაიცალა ჭიქა, მარა სავსე არი ბინა
და სავსებით გასაგებია, ზამთარში რატო ყინავს
იტრიალა წრეზე ხავერდმა და გაიფინა
შენ აქ ფეხაკრეფით იარე, ჩემ დრაკონებს თუ ძინავთ
დრაკონებს თუ ძინავთ, გარეთ ღამე არი მშვიდი
რამდენი ჩადის არ ვიცი, მე ვავსებდი, არ ვთვლიდი
რა პატარები ვიყავით, ამ ექსტაზებს რო ვფშვნიდით
და ბომბებს რომ ვყლაპავდით, არც მაშინ ვიყავით დიდები
სწრაფად ცვალებად ქუჩებს ვერ ეყოლებათ გიდი
კორპუსია ეხლა, ადრე იზრდებოდა შინდი
სადაც ვმოძრაობდი მაშინ ეხლა დამწვარია ხიდი
უნიკალური სემტანიკაა რეესტრი და—

[verse 3]
ტანზე მაცვია სევდის ახალი სილუეტი
პატარაობში მულტფილმივით გიყურებდით
თუ იყო რამე გასატეხი, არ დავიშურებდით
ჩავტეხავდით, ლაპარაკი ბასრი, როგორც ციგურები
ღამით ნაკაწრებით აივსება ყინულები
გულში ცეცხლი იყო, ვიდექით გაყინულები
ღამე ფეხით გათელილ ბილიკებს მივუყვები
ჰონდას ფარებმა ანათა ფშავის ჭიუხვები
მაგიდაზე ქადა, საფერფლე და ყვავილები
პინოქიო ბავშვები, ჩვენ არ ვიყავით ნამდვილები
მიდი მომიყევი, სევდას გავინაწილებ
ცოდნის აპარატი ავაწყვე სხვადასხვა ნაწილებით
რამდენ სევდას იტევს კორპუსების აივნები
და ზღაპრებს მოყვებიან მთაში ედელვაისები
ვივლი ტალახში და ოდნავაც არ დავისვრები
შვიდზე ვამთავრებ, მერე დარეკე სად იქნები


Lirik lagu lainnya:

LIRIK YANG LAGI HITS MINGGU INI

Loading...