lirik.web.id
a b c d e f g h i j k l m n o p q r s t u v w x y z 0 1 2 3 4 5 6 7 8 9 #

lirik lagu max.95 - hellhounds & angels

Loading...

[verse]
თერაპიის სესიებზე ალპინისტის ხოდით, დამაქ კარაბინი
გავშალე კარავი, ნეირონებში არავინ
რომელი ტყე არი შენი ნარნიის კარადიდან
მაცივარი ჩემი, მარტო ხალიჩაა ალადინის
მოკლე ჩართვებს ვაკეთებ სხვადასხვა ქალაქიდან
სუფთა რო ვარ სუ მახსოვს, რომ ამოვედით ტალახიდან
ხომალდის პანელებზე ციმციმებენ ღილაკები
მინდვრის ყვავილები იზრდებოდნენ ბალახიდან
მინდოდა ჩემი, მერე დაღამდა და გადამინდა
შავი h~llhound დავიხსენი ხაფანგიდან
უნდა ტენისის ბურთები შორს რო გადავუგდო
ამინდები ექოებად ისმის ქალაქიდან
გაიხვრიტა ჭერი, მინდა შუქი როგორც კარავაჯოს
რიფები და მარჯნები, ღამის ტალღების სადარაჯო
მინდვრებია კიკეთის, უდაბნოები საგარეჯოს
ხულიგანი ბავშვების სალოცავები სადარბაზო
დედა ტერეზას ფოტო ფოიეში, სატრაპეზო
მინოტავრის ლაბირინთი შუაგულში გავდა ეზოს
ყველა დღეა იცი ჩვენთან როგორც halloween~ი
ორქიდეებივით ნაიარებები ავკემსო
ვიპოვე h~llhound ანგელოზმა გყავდესო
უნდა თამაში და ოთახებში დამდევს
ნაცრისფერი მგლებივით და ღრუბლებივით გყავდეს
ანგელოზები მხრებზე, ხავერდზე ლურჯად ხარვეზებს
აკეთებს მანქანა, კემსავს, რასაც ეტყვი
გულში ცეცხლი მაქ, ლიმონათში მაქ ორი სეტყვა
გულში სევდა მაქ, ქლიბმა ჩაყლაპა ორივე რქა
ხილვებს ფრაქტალები ფარავს, როგორც თოვლი მერქანს
მინდა გატეხილი გული, როგორც სამყაროა გატეხილი
აკრძალული ხილვები, ფიქრები ტანზე დასერილი
ფარფატებენ პეპლები, ფერფლში ელავდა ქარტეხილი
დაფლეთილი აბრეშუმის პრინტები, დაცალე ძილი
დაცალე ძილი ვენდინგ მანქანაში სიზმრების
ნაცადი მორფოლოგია, წონასწორობა გვიმრების
მე ქუჩის კატა ისე ვარ, როგორც ყვავილი მინდვრების
ვდგავარ სარკესთან ერისედ, ხელში მაქ ლურჯი წიგნები
ამაზონია ბაღები, ფრთა გავუკერეთ ანგელოზს
უშველებელი თაღები ქონდა ედემის ფაველას
ქამელეონი ღრუბლები და ათასგვარი ბინდები
ღამე ხილვები, ფერადი მჟავის წვეთები მარმელადს
უშველებელი თაღები ქონდა ედემის ფაველას
ჯიბეში მედო ხომალდი, ბილეთი გავდა ნოველას
ამაზონია ბაღები, ფრთა გავუკერეთ ანგელოზს
უშველებელი თაღები ქონდა ედემის—


Lirik lagu lainnya:

LIRIK YANG LAGI HITS MINGGU INI

Loading...