lirik.web.id
a b c d e f g h i j k l m n o p q r s t u v w x y z 0 1 2 3 4 5 6 7 8 9 #

lirik lagu max.95 - eliava paris

Loading...

[chorus]
ვეწეოდით ღამე, ვუყურებდით მერე ქარს
ფოთლებს როგორ ეთამაშებოდა გარეთ ჩანდა
დაიტესტა ხოდი, ნუ ენდობი გარეკანს
პედალზეა ფეხი, როცა ტელე დარეკავს
პედალზეა ფეხი, თუკი ტელე არ რეკავს
წრეებს ვკემსავ ღამე, ფიქრი ბგერებს გალესავს
წვიმა მოვა, ფეი~აპარატებს გარეცხავს
ჩაის ვადუღებ და ისევ ვალივერებთ ღამის ცას

[verse]
გატეხილი გული, ხიდებია ნაპრალზე
მაჯაზეა ფსკვნილი, გადავყურებთ უფსკრულს
მოდი, მოიწიე კიდეზე და ცეკვას გასწვალით
ველურ ბაღებში ვიზრდებოდით და ხურდა ასფალტი
წრეზე გაუშვი, ხელი მივაჩვიე ნამგალს
empty აუზში სუ მინდვრის ყვავილებია ~ ყვავის
ვზარდეთ ყვავები და ნამგალები ქალაქში ღამის
ამ ბეტონის კორპუსის კიდეზე, ყანაში ჭვავის
ვეწეოდით ღამე, ვუყურებდით მერე ქარს
ცეცხლად ვზრდიდი სუ პატარა ნაპერწკალს
კალციფერი ქუხს, ვამარაგებ ღამე ძრავას
მთვარე ცაზე სავსე, ირეკლავდა მანქანას
რისკის ალმასი ვარ, მომანათებ ვბრჭყვიალებ
თითები კითხულობენ მოშუშებულ იარებს
მინდა გენდო, ზოგჯერ ვიცი დამაზიანებს
მძიმე კენდო ~ ახლოს მოვა დავაზიანებ
მომე candle, ღამე კომიქსებზე ვიარე
მთვარე იყო ნამგალ, მიდი გაამთლიანე
უკუნ იყო jungle, მოდი დაატრიალე
ბალთაზე ორი blade, ვტასაობ მძინარე
ძვლებში congo, ტიტანებზე ლოცვაა dental
ყველა უბანში ვარ local, არ მაქ აბონიმენტი
ყველა უბეში ან ყვავილი, ან ფაქტი, ან მეტალ
ჩემი მოვილოცე კლუბებში და აღარ ხსნის კეტა
მზის და ვარდების და მეტადონის ლამაზი გეტო
ბებია გალის სანაპიროებს იხსენებდა მეტროში
იცი, სავსე არი ჯიბე, სამი ჩანთა და phantom
როცა წვიმს, მერე შრება ლაქები დააქ ბეტონს
სანტეხნიკის ხოდი მაქ და გავაკეთე milly მე
სანამ რამეს იტყვი, ტვინი ზომავს ყველა მილიმეტრს
ღამე შემიყვარდი, მიყვარს ცალი თვალით ძილი მე
დამკაში ვარ გასული ამ ლიმონათის ქილით მე
ელიავას ბაზრობაზე ჩაის მერე გავფრინდები paris
ლონდონში მაქ show, თან სულ ელიავა დამაქვს
ქართა ველზე, ქარში, მოტოები დამყავს ქარის
უცხო მოედნებზე ყველგან ჩემი ბურთი გამაქვს
ორი joystick~ი, მარა არ ვაპირებ თამაშს
პეპელაა რკინის, დაკეცილი ფრთებით დამაქვს
რისკიანი ბიჭი ხარო, მეუბნება ციგანი
ტყეში ნაკეთი ცოდნა მაქ, დოკუმენტები არ მაქვს
[chorus]
ღამე ვუყურებდით, მერე ქარს
ფოთლებს როგორ ეთამაშებოდა, გარეთ ჩანდა
დაიტესტა ხოდი, ნუ ენდობი გარეკანს
პედალზეა ფეხი, როცა ტელე დარეკავს
პედალზეა ფეხი, თუკი ტელე არ რეკავს
წრეებს ვკემსავ ღამე, ფიქრი ბგერებს გალესავს
წვიმა მოვა, ფეი~აპარატებს გარეცხავს
ჩაის ვადუღებთ და ისევ ვალივერებთ ღამის ცას

[outro]
ეგ იცი რომელი ბაზარია?


Lirik lagu lainnya:

LIRIK YANG LAGI HITS MINGGU INI

Loading...