lirik.web.id
a b c d e f g h i j k l m n o p q r s t u v w x y z 0 1 2 3 4 5 6 7 8 9 #

lirik lagu lela tsurtsumia - mtavari dzaphebi

Loading...

[verse 1]
ძნელი ყოფილა საჭირო სიტყვების არჩევა
ისევ დაგვრჩება ალბათ უპასუხო კითხვები
არ ავტირდები, სიყვარულს ცრემლების არ სჯერა
ვერ დაგპირდები,  ხვალ ბედნიერი ვიქნები

[refrain]
მიდიხარ, მშორდები
მე არ გემშვიდობები
რა მალე მოვიდა
წუთები ამ განშორების…
ეს გული ყოველთვის დაგელოდება
მეყვარები მთელი ცხოვრება

[verse 2]
როგორ აგიხსნა ახლა ჩემს ფიქრებში რა ხდება
მგონი ამიხდა ჩემი სევდისფერი სიზმრები
შენ თუ წახვედი, მთავარი ძაფები გაწყდება
გული დაგწყდება, შენ ამას გვიან მიხვდები

[refrain]
მიდიხარ, მშორდები
მე არ გემშვიდობები
ვერაფერს ვერ შეცვლი
იცოდე ამ განშორებით…
ეს გული ყოველთვის დაგელოდება
მეყვარები მთელი ცხოვრება
[outro]
მზე ჩადის
დღე გადის
მე ვერ ვაჩერებ დროს


Lirik lagu lainnya:

LIRIK YANG LAGI HITS MINGGU INI

Loading...