lirik.web.id
a b c d e f g h i j k l m n o p q r s t u v w x y z 0 1 2 3 4 5 6 7 8 9 #

lirik lagu kay-g - ჩემით

Loading...

[პირველი ვერსი]

რამდენჯერაც ვინმეს რამე ვთხოვე, ან დაიკიდეს, ან მერე წამომაძახეს
აწი ტიპს ბოლომდე თუ არ ვენდობი, არაფერს ვთხოვ სულაც სხვა გზა რომ არ დარჩეს
ვინც ადრე ჩემში შეიტანა ეჭვი დღეს იძახის ცვეტში რომ მიდგას მე გვერდში
და ვისწავლე ერთი რომ დავხუჭო თვალი და უბრალოდ ვიარო მიზნამდე ჩემით! (whoo!)
kay g ყოველთვის სიმართლეს ამბობს და კლოუნებს ნიღბებს აძრობს
80% ჯერ ისევ დილეტანტობს, რა დისზე ბაზრობ
ჭორები ჩემამდეც მოდის თან ყოველთვის ვგებულობ პირველ წყაროს
ამიტომ ვენდობი მარტო ძმებს და მათთვის თუნდაც თირკმელს დავთმობ
ისევ ხოდზე, ისევ ხოდზე
ჩემი ხალხი ჩემთან – როგორც მოსე
ერთი მაგიდა გვაქვს, ერთი თეფში
თანაბრად ვიყოფთ რაც არის კოვზზე
თანდათან ვითხოვთ რაც არ ვითხოვეთ
არ გვყოფნის ის, რაც თქვენ დაგვიტოვეთ
ვინც არ რისკავს შამპანურს ის არ სვამს
წავალთ რისკზე, რომ დავლიოთ rosé (whoo!)

[მისამღერი]

არასანდო ხალხი არ შემოვიტოვე გვერდით
რა მინდა ტირში, მტერს მე პოლიგლონზე ვხვდები
რისი დაძლევაც კი მოვინდომე – ვძლევდი
და რასაც მოვიპოვებ – მოვიპოვებ ჩემით
(მოვი-მოვ-მოვი)
ჩემით, ჩემით, ჩემით, ჩემით, ჩემით, ჩემით, ჩემით, ჩემით
ჩემით, ჩემით, ჩემით, ჩემით, ჩემით, ჩემით, ჩემით, ჩემით
ჩემით, ჩემით, ჩემით, ჩემით, ჩემით, ჩემით, ჩემით, ჩემით
ჩემით, ჩემით, ჩემით, ჩემით, ჩემით, ჩემით, ჩემით, ჩემით

[მეორე ვერსი]

არაფრად აგდებენ შენს ნაბიჯს, წყალზე თუ არ გაივლი
თუ გაივლი წყალზე იტყვიან, რომ ცურვა არ იცი
შეიძლება ასე არ არის და ცუდად აღვიქვი
მაგრამ, ვფიქრობ, არაფრად გთვლიან, სანამ ფულს არ დაითვლი
თუ კმაყოფილდები იმით, რაც გაქ, მე ნუღა დამიცდი
ვაკეთებ იმას, რასაც შენ ფიქრობ, რომ ჭკუა დამიშლის
მივყვებოდი დინებას, სანამ შტურვალს არ მივწვდი
veni, vidi, vici, ანუ შამათი სამი სვლით

[ბრიჯი]

არასანდო ხალხი არ შემოვიტოვე გვერდით
რა მინდა ტირში, მტერს მე პოლიგლონზე ვხვდები
რისი დაძლევაც კი მოვინდომე – ვძლევდი
და რასაც მოვიპოვებ – მოვიპოვებ ჩემით
(მოვი-მოვ-მოვი)

[მესამე ვერსი]

შევედი კარიდან, გამაგდეს კარიდან, მერე მე ფანჯრიდან შევედი
გამაგდეს ფანჯრიდან, ჩაკეტეს ფანჯარა, არ დამიკრეფია ხელები
ვუყურებდი ზურგებს, მეც მოვბრუნდი უკან და დავიწყე ჩალიჩი ნულიდან
ვიყავი ჩემთვის, ვაკეთებდი ჩემსას, დანარჩენი თავისით მოვიდა
თავისით წავიდა ვინც
ფიქრობდა სხვაგან მეტ სარგებელს ნახავდა
ახლა ბრუნდებიან… აქედან ბრის!
ზარები, ზარები, ზარები, იმდენი ზარი, რომ სუყველას აღება ჭირს
მოდიან, შეხედავ – სახე აქვს ცხვრის
მაგრამ ეს სახე ხომ მახეა მგლის
ამი-ამიტომაც

[მისამღერი]

არასანდო ხალხი არ შემოვიტოვე გვერდით
რა მინდა ტირში, მტერს მე პოლიგლონზე ვხვდები
რისი დაძლევაც კი მოვინდომე – ვძლევდი
და რასაც მოვიპოვებ – მოვიპოვებ ჩემით
(მოვი-მოვ-მოვი)
ჩემით, ჩემით, ჩემით, ჩემით, ჩემით, ჩემით, ჩემით, ჩემით
ჩემით, ჩემით, ჩემით, ჩემით, ჩემით, ჩემით, ჩემით, ჩემით

whoo!


Lirik lagu lainnya:

LIRIK YANG LAGI HITS MINGGU INI

Loading...