lirik.web.id
a b c d e f g h i j k l m n o p q r s t u v w x y z 0 1 2 3 4 5 6 7 8 9 #

lirik lagu fula

Loading...

მე ზუსტად არ ვიცი ვნანობ თუ არა
იმ ამბავს, საერთოდ თუ ვნანობ რამეს
არ ვიცი სად უნდა ვიყიდო იაფად
გადამაგორებინებს შემდეგ ღამეს

განა რამე სხვა პრეპარატებით
ვეთამაშებით ნახევარ მთვარეს
ჩვენ ხომ მთელი გზა ეკალბარდებით
სრულად ფხიზლებმა გამოვიარეთ

ჩვენ შორი გზა მოვიარეთ
ამიერიდან მოკლეთი წავალთ
ისე თუ შეძლებთ გამოგვიარეთ
რომ ამბოხება იხილოთ თავად

ვიღაცას უნდოდა დავები, კითხვა მაქვს
თავები ნეტა ვინ ეგონათ ამათ?!
არა, ნუ მომედავები არა~
ფერი აქვთ ჩემთან საერთო ამათ…

წლებია გასული ისეთი ომი
რომ იყო ბნელი და დიდი დიღომი
განახებ რამდენი არსებობს ფოტო
თექვსმეტის fula და ცხრამეტის ტოტო

განახებ რამდენი არსებობს ტრეკი
დღესაც რომ ვერ აკეთებ სწორედ ისეთი
არ გადამისხია არცერთი წვეთი
მე წავედი, დავბრუნდი, ისევ ისეთი…
შენ ჩემი არაფერი, მხოლოდ ყურადღება გმართებს
ვამბობ იმას რაც არ თქვეს, ჩემი რატომ არ ჩართეს?
თუ შენი საღი გონება მეც ცოტას პატივს დამდებს
შენ იპოვნიდი ცხოვრებას, მეც ვიპოვნიდი გამგებს…

დიახ, შენ ისევ არ იცი და ლაპარაკობ რამდენს?!
ცხელი სიახლე გაგიცივ(და) ჩანდეს რაც უნდა ჩანდეს
სანამ ჩახლართავენ ჩიხებს, მე ჩავალაგებ ჩემს ჩანთებს
ნახე ყველა სახეს იხევს, ვინ ატარებს სახეს?…


Lirik lagu lainnya:

LIRIK YANG LAGI HITS MINGGU INI

Loading...