lirik.web.id
a b c d e f g h i j k l m n o p q r s t u v w x y z 0 1 2 3 4 5 6 7 8 9 #

lirik lagu dionis limcer - red lines - remix (feat. mc abesa)

Loading...

[intro]
mc abesa, dionis limcer

[chorus: sheron gabi]
ღამის ქალაქის გამოძიება, დეტექტივები აშლილი კვალი
უცხო მაფია, მოკლული ქალი
ამდენი შური, მუქარა, მტერი

[verse 1: dionis limcer & mc abesa]
ჯადოსნური წიგნის ძებნას დავანებე თავი
როცა გადავკვეთე მე წითელი ხაზი
დავიწყე და წავიკითხე პირველი chart~ი
მოწოდებას მოვუსმინე ავტორისას ნაღდის
მგონი ავიტკიე აუტკივარი თავი
ვხედავ გოგო მოუკლიათ: როგორ, დღისით?! ღამით?!
იქვე გაფითრებულ გოგოს შეეტენა გვამი
აღარ იცდის პოლიცია არცერთი წამი
ხელი დაავლეს წაიყვანეს ხელ~კავით
შეშინებული და დამფრთხალი მომცრო ტანის ქალი
გაიძახის სახლში მინდა მე სადა ვარ თქვენ ვინ
ოჯახის ნახვა მინდა მოიყვანეს მისი ქმარი
კაცმა ცოლი დაამშვიდა,მიაწოდეს ჩაი
ვერაფერი გაიხსენა, დააბრუნეს ისევ სახლში

[pre~chorus: dionis limcer & mc abesa]
ქუჩაში ბნელა
სიცივე კანში ატანს
მკვლელი არჩევს ახალ ქალს
[chorus: sheron gabi]
ღამის ქალაქის გამოძიება, დეტექტივები აშლილი კვალი
უცხო მაფია, მოკლული ქალი
ამდენი შური, მუქარა, მტერი

[verse 2: mc abesa]
თანდათან წინ მივდივარ ვითარდება ამბავი
კორპუსის შესასვლელთან იჩითება სამი უცხო ქალი
და ვრცელდება ჰაერივით ყველა ახალი ამბავი
ისინი არ ჭორაობენ ფაქტებს განიხილავენ
ფაქტებს მოყოლილ შედეგით თავს არ იკლავენ
ტიპიური დედამთილი ჯავრებს სახლში აფრქვევს
დარაკუნობს დღისით ღამით მთელ კორპუსს ის ზარს სცემს
აბაზანის კარზე კაკუნია, არავინ ხმას არ სცემს
კარს იქით ნანახი უცებ მკითხველს შიშის ზარს სცემს
ეს სურათი აქ ნანახი, თავში კითხვას პასუხს სცემს
გავუყევით დეტექტივის გზას, ფათერაკით მოცულ გეზს
ჰო მართლა იკას ცოლი ისეთია ანათებს
შავი თვალებიაქ ისეთი ცვეთში ცხოვრებას განახებს
მაგრად უყვარს ჩვენს ირაკლის ეს ლამაზი ქალი
და გამოდგა ის თვითონაც საუცხოო ქმარი
ფიზიკურად მენტალურად ის ოჯახის ფარი
მარა მარტო რას შეძლებდა რომ არა თამარი

[chorus: sheron gabi]
ღამის ქალაქის გამოძიება, დეტექტივები აშლილი კვალი
უცხო მაფია, მოკლული ქალი
ამდენი შური, მუქარა, მტერი
[verse 3: mc abesa & dionis limcer]
სამი დღეა არ მოსულა, არც ჭამს, საქმეებზე დარბის
იქით მიქრის საითაც ქრის უბედური ქარი
უეცრად შემოვიდა 112 ში ზარი,..
კიდევ ერთი მკვლელობა და კიდევ ერთი ქალი
ამჯერად ხელწერა იცვლება, ვითომ ის არ არი
დამწუხრებული დეტექტივი და მისივე სტაფი
არცერთი ხელს არ იქნევს, არცერთი თავს არ ხრის
გამოძიება გრძელდება თქვენ ადევნეთ თვალი
იქნებ თქვენც მოიძიოთ ეჭვმიტანილის კვალი
აქ მთავრდება ეს სიმღერა და მიეცა ძალი
დასკვნების გამოტანა თქვენ მოგანდეთ, სხვა ვის?!…


Lirik lagu lainnya:

LIRIK YANG LAGI HITS MINGGU INI

Loading...